ამერიკის თანაბარი უფლებების ასოციაცია

ამერიკის თანაბარი უფლებების ასოციაცია
შემდგომში „ეროვნული ქალთა ხმის უფლების ასოციაცია“, იბრძოდა ქალთა პოლიტიკური უფლებებისათვის, ასევე გაყრის გაადვილების, დასაქმებისა და შრომის ანაზღაურებისას დისკრიმინაციის წინააღმდეგ. ასოციაცია 1866 წელს სტენტონმა, მოტმა, სიუზან ბ. ანთონიმ და მათმა თანამოაზრეებმა დაარსეს. ლუკრეცია მოტს ეკუთვნის აზრი, რომლის ხორცშესხმასაც დღემდე ცდილობენ ამერიკელი ქალები: „კაცებსა და ქალებს, მთელს ამერიკის შეერთებულ შტატებში თანაბარი უფლებები უნდა ჰქონდეთ“..
Source: საბედაშვილი თამარ. ქალთა უფლებების ისტორიული ასპექტები: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / თამარ საბედაშვილი; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006 - 112გვ.; 29სმ. - (სოციალურ მეცნიერებათა სერია) - - რეზ. ინგლ. ენ. - ბიბლიოგრ. ტექსტ. შენიშვნ. – ISBN 99940-871-0-X : [ფ.ა.]

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Поможем сделать НИР

Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»